გაკვეთილის გეგმა

თარიღი
28.03.2017
კლასი
 V
მოსწავლეთა რაოდენობა
5 (კლასში არ არის განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლე )
გაკვეთილის თემა
სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკი ,,დათვი და მონადირენი“
გაკვეთილის მიზანი
მოსწავლემ შეძლოს იუმორის გამომსახველობითი საშუალებებზე დაკვირვება,
მხატვრული ნაწარმოების გაგება-გააზრება და მთავარი სათქმელის ამოცნობა, შედარება შესწავლილ ნაწარმოებთან.
წინარე ცოდნა
სულხან-საბა ორბელიანის სხვა იგავები, შოთა რუსთაველის პოემა ,,ვეფხისტყაოსნის“ ნაწყვეტი-,,ჭაში ჩავადნილის იგავი“
მისაღწევი შედეგები
ქართ. V. 13. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ტექსტების დამოუკიდებლად შექმნა
. ქართ.  V. 8.  მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ტექსტების წაკითხვა და ადეკვატურად გაგება-გაანალიზება.
ქართ. V. 9. მოსწავლეს აქვს წაკითხული მხატვრული ტექსტის ინტერპრეტაციის  საწყისი უნარი.



გაკვეთილის მსვლელობა/ დროის მენეჯმენტი
მასწავლებელი განუმარტავს მოსწავლეებს გაკვეთილის მიზანს, შეახსენებს მიმდინარე თავის თემატიკას, რომელიც იუმორსა და სიცილს ეხება.
გამოიკითხავს საშინაო დავალებას.(5წთ)
მოთელვა:  განწყობის შესაქმნელად და ამავე დროს კარიკატურის არსისა და დანიშნულების გასააზრებლად მასწავლებელი მონიტორზე აჩვენებს მოსწავლეებს ცნობილი ადამიანების კარიკატურას და სთხოვს მათ გამოიცნონ ვინ არის გამოხატული ფოტოზე. (5წთ)
წაკითხვამდე ფაზა: სათაურისა და თანამედროვეობისათვის აქტუალური პრობლემის ( იგულისხმება გადაშენების საფრთხე) გააზრების მიზნით მასწავლებელი აჩვენებს ( კვლავ კომპიუტერის დახმარებით) მოსწავლეებს დათვების შესახებ მოპოვებულ ფოტოებს, სთხოვს მათ  აზრის გამოთქმას.(7 წთ)
კითხვის ფაზა:  მასწავლებელი მიუთითებს მოსწავლეებს წაიკითხონ სახელმძღვანელოში მოცემული არაკი და ნაწარმოების გააზრების მიზნით უპასუხონ სამ საკვანძო კითხვას მეთოდ  დაფიქრდი/დაწყვილდი/გაუზიარეს საშუალებით . დავალების შესრულების შემდეგ იმსჯელებენ.(13 წთ)
 ლექსიკური ერთეულების განმარტებისთვის მასწავლებელი დაფაზე გააკრავს წინსწარ მომზადებულ სიტყვებს, რომლებიც თანამედროვე ქართულისთვის მიუღებელი ან მოძველევლებულია, ასევე  თანამედროვე სალიტერატურო ფორმებს და მოსწავლეებს სთხოვს, დააწყვილონ.(3წთ)
შემდეგ კი ურიგებს მათ ტექსტს, სადაც დაკარგულია სიტყვები  და მათ უნდა აღადგინონ, შემდეგ კი გაუზიარონ კლასს. (5წთ)
წაკითხვის შემდეგი ფაზა:  მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, ნაწარმოების მიხედვით შეასრულონ ჩანახატი.(5წთ)
შეფასება:  განმავითარებელი შეფასებისთვის მასწავლებელი იყენებს  ,,ავტოსადგომს“ და სთხვს მოსწავლეებს მიუთითონ რა მოეწონათ საგაკვეთილო აქტივობიდან, რა ვერ გაიგეს/ან გაუჩნდათ კითხვა.(2წთ)
სასწავლო რესურსი
წიგნი, დაფა, ცარცი, კალამი, სამუშაო  ფურცლები, ფერადი წებოვანი ფურცლები,კომპიუტერი და პროექტორი.
შეფასება
იხ. საშინაო დავალებისა და ტექსტზე მუშაობის  შეფასების რუბრიკები
შენიშვნა

Comments

Post a Comment

Popular posts from this blog

"ვეფხისტყაოსანი"

მშვენიერების სამყაროში