"ვეფხისტყაოსანი"
1.უკეთ გავიცნოთ ვეფხისტყაოსანი
2.მოკლე აღწერა-პროექტი მოიცავს თინათინის გამეფების ეპიზოდის სასცენო ინტერპრეტაციას, შეჯიბრს აფორიზმების ცოდნაში და SMS კონკურსს.
3. ვრცელი აწერა-დაახლოებით სამი თვის წინ მოსწავლეები გაეცნენ პროექტს. მათ უნდა ესწავლათ აფორიზმები „ვეფხისტყაოსნიდან“ მოეძიებინათ ინფორმაცია რუსთაველზე, ქართულ ენასა და ანბანზე, წაეკითხათ ეპიზოდ „თინათინის გამეფება“. რის შემდეგაც უნდა ემუშავათ ეპიზოდის ინსცერინებაზე. ხოლო დედაენისადმი მიძღვნილ ღონიძიებაზე უნდა წარმოედგინათ ინსცენირება, აფორიზმების ცოდნაში შეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, მიეღოთ მონაწილეობა SMS კონკურსში.
4.მოსწავლეთა ასაკი-12წელი, მეექვსე კლასი
5.დაწყება-15ნოემბერი, დამთავრება-14აპრილი.
6.შესაძლო სასკოლო აქტივობები:
ა) ეპიზოდის შესწავლა
ბ)ცალკეული მონაკვეთების ინტერპრეტაცია
გ) აფორიზმებზე მუშაობა
დ) სასცენო მოქმედებების დამუშავება
7.მოსალოდნელი შედეგები-პროექტის ბოლოს მოსწავლეები შეძლებენ „ვეფხისტყაოსნის“ ეპიზოდის ინსცენირებას, აფორიზმების ზეპირად წარმოთქმას, პოემის მნიშვნელობის გაცნობიერობას
8.სამუშაო ენა-ქართული
9.მოსწავლემ უნდა შესძლოს- სამეტყველო ქცევის წარმართვა
-სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა და გაგება გააზრება.
-ტექსტებზე მსჯელობა და დასკვნის გამოტანა
-სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვა
-წაკითხული ტექსტის ინტერპრეტირება, დასაბუთებული დასკვნის გამოტანა და შეფასება.
-ზეპირ-მეტყველების ნაცნობი სტრატეგიების შერჩევა და გამოყენება
10.პროექტის ხელმძღვანელი -მზია შანავა
11. ელფოსტა-shanavamzia@gmail.com
-
Comments
Post a Comment